"ბარსელონას" დუბლების მწვრთნელი გადააყენეს

AutoSharing Option
სამუშაოდან დაითხოვეს "ბარსელონას" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი ჟერარ ლოპესი.

ლოპესის ნაცვლად ხავიერ გარსია პიმენტა დანიშნეს, რომელიც კლუბის ჭაბუკთა გუნდს ხელმძღვანელობდა.

39 წლის ლოპესი 2015 წლიდან ედგა სათავეში "ბარსას" დუბლშემადგენლობას.

ამჟამად ეს გუნდი სეგუნდადივიზიონში 37 ქულით მე-20 ადგილზეა და გავარდნის პირასაა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული