Diario Sport: რონალდო "რეალისგან" წელიწადში 75 მლნ ევროს ითხოვს

AutoSharing Option
Diario Sport-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ხელფასის სახით წელიწადში 75 მლნ ევროს ითხოვს.

ამჟამად რონალდო წელიწადში 42 მლნ ევროს იღებს, ხოლო გადასახადების გადახდის შემდეგ სუფთად 21 მლნ ევრო რჩება.

შედარებისთვის, ლიონელ მესი "ბარსელონაში" წელიწადში სუფთად 45 მლნ ევროს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ რონალდო "რეალის" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მის ანგარიშზე 438 მატჩში 405 გოლია.

Marca-ს ცნობით, კრიშტიანო რონალდომ ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე რამდენიმე კვირით ადრე თანაგუნდელებს უთხრა, რომ "რეალის" დატოვება სურს.

alt"მანჩესტერი" მზადაა, რონალდოს ტრანსფერში 200 მილიონი გადაიხადოს

მკითხველის კომენტარები / 1 /
რითი ვეღარ გასძეხ :-)
alioxa
05:56 06-06-2018
0

სიახლეები პოპულარული