Hala Madrid! - კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალს" ემოციურად დაემშვიდობა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდო მადრიდის "რეალს" დაემშვიდობა. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა წერილი გამოაქვეყნა: 

"ეს წლები, რაც მე მადრიდში გავატარე, შესაძლოა, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი იყოს.

კლუბის ფანებისგან მთელი ამ დროის განმავლობაში ძალიან დიდ პატივისცემასა და მადლიერებას ვგრძნობდი. ამ ყველაფრისთვის კი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

თუმცა, ვფიქრობ, მოვიდა დრო, ახალი გამოწვევების წინაშე დავდგე და ამ წინადადებასაც ამიტომ დავთანხმდი. იმედი მაქვს, გულშემატკივრები ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან.

ისინი 9 წლის განმავლობაში დიდებულ გარემოს მიქმნიდნენ. 9 წელი ჩემთვის უნიკალური იყო. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი და ამავდროულად,
რთული იყო, რადგან როდესაც მადრიდის "რეალის" წევრი გქვია, ეს დამატებითი მოტივაციაა.

ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს უნიკალური გზა, რაც ამ კლუბში გავიარე, არასდროს დამავიწყდება.

მე მყავდა დიდებული თანაგუნდელები არა მარტო მოედანზე, არამედ გასახდელშიც. ჩვენ მოვიგეთ 3 ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ და ბოლო 5 წელიწადში კი 4-ჯერ ვიმარჯვეთ.

ინდივიდუალურ დონეზე 4 "ოქროს ბურთსა" და 3 "ოქროს ბუცს" დავეუფლე.

მადრიდის "რეალი" ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. მადლობა კლუბს, პრეზიდენტს, დირექტორს, კოლეგებს, ყველა მწვრთნელსა და ფიზიოს, მთლიანად დაუვიწყარ და დიდებულ სტაფს, რომელიც ჩინებულ სამუშაოს ეწეოდა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ფანებსა და მადლობა ესპანურ ფეხბურთს. ამ 9 წლის განმავლობაში ჩემ წინააღმდეგ დიდებული ფეხბურთელები თამაშობდნენ და ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო.

მე მივდივარ, მაგრამ ჩემი მაისური და ასევე სტადიონი "სანტიაგო ბენაბეუ" ყოველთვის ჩემს გულში დარჩება.

მადლობა კიდევ ერთხელ და როგორც აქ მოსვლის პირველსავე დღეს ვთქვი, ახლაც ასე დაგემშვიდობებით.

Hala Madrid!"

altკრიშტიანო რონალდო "იუვენტუსში" გადავიდა

altრონალდო: გაუმარჯოს ანიელის! გაუმარჯოს ახალ "იუვენტუსს"?

altრონალდო "რეალში - 450 გოლი და 119 საგოლე გადაცემა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული