დიეგო სიმეონე: კრიშტიანო რონალდოს გარეშე მადრიდის "რეალი" და "ატლეტიკო" ერთ დონეზე არიან

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი დამრიგებელი თვლის, რომ კრიშტიანო რონალდოს წასვლა მადრიდის "რეალს" აუცილებლად დაასუსტებს.

"შედეგებით, რომელიც გვაქვს, ჩვენ "ბარსასა" და "რეალზე" უკან არ ვართ, თუმცა ინდივიდუალურად ფეხბურთელების დონით, ცხადია, კი, თუმცა რონალდოს წასვლის შემდეგ ჩვენ მათ დონეზე ავედით", - თქვა სიმეონემ ინტერვიუში.

არგენტინელს ანტუან გრიზმანის შესახებაც ჰკითხეს, რომელიც ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის სამეულში ვერ მოხვდა.

"მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის სუპერთასის გამარჯვებული, ევროპა ლიგის ჩემპიონი, ლა ლიგის მეორეადგილოსანი და მუნდიალის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი - ახსნას ვერ ვპოულობ, რატომ არ არის ანტუანი სამეულში. გასულ
სეზონში ის საუკეთესო იყო. არ მინდა ვიფიქრო, რომ მისი სამეულში არშეყვანის მიზეზი ისაა, რომ გრიზმანი "ატლეტიკოში" თამაშობს", - განაცხადა არგენტინელმა.

ევროპის სუპერთასის ფინალში "ატლეტიკომ" სწორედ "სამეფო კლუბი" დაამარცხა.

წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის კი კრიშტიანო რონალდოსთან ერთად მოჰამედ სალაჰი და ლუკა მოდრიჩი იბრძვიან.

altსიმეონეს აგენტი: დიეგო აუცილებლად გახდება "ინტერის" მწვრთნელი

altანტუან გრიზმანი: არ შევცდი, რომ "ატლეტიკოში" დავრჩი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული