ხულენ ლოპეტეგი: ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს

AutoSharing Option
პრიმერას მე-6 ტურში "სევილიასთან" განადგურების (0:3) შემდეგ კომენტარი "რეალის" მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ გააკეთა.

"პირველ ტაიმში ჩვენს დონეზე ვერ ვითამაშეთ. მეტოქემ დაგვჯაბნა. სამწუხაროდ მოდრიჩმა მომენტი ვერ გამოიყენა. ვერც სხვებმა ვერ მოახერხეს გოლის გატანა. უხეიროდ ვიასპარეზეთ და დავისაჯეთ. მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია.

ეს ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუვიდეს. ლა ლიგაზე შეცდომებს არავინ არ გაპატიებს. წაგება ჩემი ბრალია. მარსელოს კუნთის ტრავმა აქვს. ჯერ ვერ გეტყვით, რამდენად სერიოზულად დაშავდა და რამდენი ხანი გაუცდება".

შაბათს "რეალს" მძიმე გამოცდა ელის - ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში "ატლეტიკოს" მასპინძლობს.

alt

ერიჰა: "სევილიამ" "რეალი" გაანადგურა!
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვერავითარი ბეილი,მოდრიჩი და სხვა ფეხბურთელები რეალს ისეთ წარმატებებს ვერ მოუტანენ,რაც რონალდომ მოუტანა,ბეილი და მისნაირები კაცუნები არიან კრისტიანოსთან შედარებით,როცა რონალდუს ახსენებს ბეილი კეთილი ინებოს და პირში ადეკალონი გამოივლოს,რადგან ის რონის აჩრდილიც არ არის და თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს,ყველა წარმატება,რაც ბოლო წლებში რალმა განიცადა,ეს მხოლოდ და მხოლიდ რონალდოს დამსახურება იყო,ჯერ სადახართ რეალის ხელმძღვანელობავ,კიდევ ბევრი იქნება მარცხი და მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც.
roma
17:23 27-09-2018
0
დაიწყო ამან თავის მართლებები...
madridista
10:11 27-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული