
ლა ლიგას მე-13 ტურში "ატლეტიკოსთან" მატჩში "ბარსელონას" ნახევარმცველმა რაფინიამ ტრავმა მიიღო და შეცვალეს.
მას მარცხენა მუხლქვეშა მყესი აქვს დაზიანებული, ოპერაციას გაუკეთებენ და "მარკას" ცნობით, დაახლოებით 6 თვე მოუწევს უქმობა.
2015 წლის სექტემბერში მან ანალოგიური ტრავმა მარჯვენა მუხლზე, 2017 წლის გაზაფხულზე კი მენისკის ტრავმა მიიღო.
ამ სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე 7 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" მატჩი 1:1 დასრულდა, რაფინია კი 46-ე წუთზე შეცვალეს.