სანტიაგო სოლარისა და ისკოს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა ცნობილი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს, სანტიაგო სოლარისა და ფეხბურთელ ისკოს შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა ცნობილი.

Marca-ს ცნობით, ნახევარმცველმა "ეიბართან" (0:3) მარცხის შემდეგ სოლარის ხელი არ ჩამოართვა.

იმ მატჩში ისკო შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა, ხოლო "რომასთან" შეხვედრაში საერთოდ განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან მწვრთნელის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.

რომის მატჩის შემდეგ სოლარიმ განაცხადა, რომ ისკო განაცხადში სპორტული მიზეზით არ მოხვდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარსელომ ისკოს შეცდომის აღიარება და მისი გამოსწორება ურჩია.

alt"რეალი" მზადაა ისკო 70 მილიონად გაყიდოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული