გაუშვებს "ბარსელონა" მალკომს? - ჩინური კლუბი დიდ თანხას იხდის

AutoSharing Option
"ბარსელონას" ბრაზილიელი ფეხბურთელით, მალკომით ჩინური კლუბი ინტერესდება.

როგორც ესპანური AS-ი იტყობინება, კატალონიელებმა 65 მილიონი ევროს ღირებულების წინადადება მიიღეს და არ არის გამორიცხული, რომ ახალგაზრდა მოთამაშემ კლუბი დატოვოს.

21 წლის ვინგერს "ბარსელონაში" სათამაშო დრო არ აქვს. ის კლუბს "ბორდოდან" გასულ ზაფხულს შეუერთდა, მალკომმა "რომაში" შემდგარი ტრანსფერი ჩაშალა, რათა "ბლაუგრანას" ფეხბურთელი გამხდარიყო.

გარდა უცნობი ჩინური კლუბისა, მისით ევროპული კლუბებიც ინტერესდებიან, მათ შორის, "რომაც".

ბრაზილიელმა შემტევმა მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" რიგებში ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

altზამთარში მალკომის შეძენას "ტოტენჰემი" ეცდება

მკითხველის კომენტარები / 1 /
საიდან მოიტანეთ რომ რომა ინტერესდება მალკომით რომა მალკომსს არასდროს წაიყვანს რომში რაც მაგან შეურაცყოფა მიაყენა მთელ რომას ვინ იყო მალკომი სანამ ტრანსფერს არ ჩაშლიდა აარავინ იცოდა . ეგეთ ხარბ ადამიამს ეგრე მოსდის სულ, მომინდომა ბარსელონას ძირითადში ყოფნა , წარმატებები მალკომს გუანჯოუში ))))
ტოტტი
17:48 17-12-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული