20 წლის მცველმა ემერსონ ლიტე დე სოუზა ჟუნიორმა "ბარსელონასთან" მოაწერა კონტრაქტს ხელი. ამ ამბავს კატალონიური კლუბი თავისი საიტით იუწყება.
"ბარსამ" ემერსონს ხუთსეზონიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმა.
ემერსონის ტრანფერი "ბარსას" 12 მილიონი დაუჯდა და ფეხბურთელი ზაფხულამდე "ბეტისში" გაანათხოვრა..
რამდენიმე დღის წინ ბლაუგრანამ "აიაქსთან" ტრანსფერი განახორციელა - ახალგაზრდა ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი იყიდა და სეზონის ბოლომდე ამსტერდამულ გუნდს დაუთმო.