"რეალის" მწვრთნელმა სანტიაგო სოლარიმ ესპანეთის თასზე "ბარსელონასთან" მომავალ მატჩზე ისაუბრა.
"მადრიდი ყოველთვის ფავორიტია. მეტოქისადმი პატივისცემის მიუხედავად, მუდამ გამარჯვება გვსურს.
ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენს გუნდს კვირაში რამდენიმე შეხვედრის ჩატარების მდიდარი გამოცდილება აქვს. მადრიდი არასოდეს არ ნებდება. დღეს დავამტკიცეთ, რომ "ბარსელონასთან" ჩამორჩენის შემცირების უდიდესი სურვილი გვაქვს.
არ ვფიქრობთ კალენდარზე, რადგან ჩვენ არ შეგვიდგენია. ჩვენი საუკეთესო თამაშისთვის უნდა მოვემზადოთ".
"რეალისა" და "ბარსელონას" პირველი 1/2-ფინალური მატჩი 6 თებერვალს კატალონიაში, ხოლო განმეორებითი 27 თებერვალს მარიდში გაიმართება.