"რეალთან" ესპანეთის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაზე (1:1) "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ისაუბრა.
"მესის მდგომარეობა ნორმალურია, უბრალოდ გადავწყვიტე არ გამერისკა. მცირე დისკომფორტი ჰქონდა. იმედი მაქვს, რომ შემდეგ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.
მეტოქე თავიდან ბურთს ჩვენზე უფრო ხშირად ფლობდა. შემდეგ ჩვენ თანდათან მომენტების შექმნა დავიწყეთ. საბოლოოდ ფრეს მივაღწიეთ. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა.
გადაწყვეტილი არაფერი არაა, არც ერთი გუნდი ფავორიტი არაა. ვიცოდით, რამდენად რთული შეხვედრა გველოდა.
სემედო ძალიან სწრაფად სწავლობს. რაღაც-რაღაცები შევუსწორე. მალკომს იმედია ეს გოლი პროგრესირებაში დაეხმარება.
ჩვენს გუნდში ადაპტირება ადვილი არაა. სემედოს
უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ძალიან სწრაფია, მისი მოტყუება ძნელია და მისით ძალიან კმაყოფილი ვარ.
სემედო ძალიან სწრაფად სწავლობს. რაღაც-რაღაცები შევუსწორე. მალკომს იმედია ეს გოლი პროგრესირებაში დაეხმარება.
ჩვენს გუნდში ადაპტირება ადვილი არაა. სემედოს
არტური თამაშის კონტროლირებაში გვეხმარება. ამ მატჩში მეტი ძალა გვჭირდებოდა და ამიტომ გავაკეთე მასზე არჩევანი.
კოუტინიოზე ბევრი ვიფიქრე. ვიცი, რაც შეუძლია. ფილიპეზე დიდ ყურადღებას ამახვილებენ. ვფიქრობ, შესანიშნავი ფეხბურთელია. მას შეუძლია მოუმატოს და ამას ველი. 2-3 მომენტი ჰქონდა. ბოლო-ბოლო ყველა უშვებს შეცდომას".