"ბარსელონას" კარიმ ბენზემას შეძენა გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ პიროვნულად არ მოეწონათ

AutoSharing Option
"მარკამ" გაიხსენა, რომ 11 წლის წინ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შეიძლებოდა "ბარსელონაში" გადასულიყო.

მაშინ ის "ლიონში" თამაშობდა, "ბარსა" კი სამუელ ეტო'ოს შემცვლელს ეძებდა და ფრანგულ კლუბს 30-მილიონევროიან ტრანსფერზე მოურიგდა. ფეხბურთელს სახლში "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ეწვია და ყველაფერი ჩაიშალა.

ბეგირისტაინს არ მოეწონა ბენზემას ქცევის მანერა, საუბარი, გარემოცვა და გადაწყვიტა, რომ ის პრობლემური პიროვნება იყო.

1 წლის შემდეგ კარიმი "რეალმა" იყიდა და დღესაც ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული