"მარკამ" გაიხსენა, რომ 11 წლის წინ თავდამსხმელი კარიმ ბენზემა შეიძლებოდა "ბარსელონაში" გადასულიყო.
მაშინ ის "ლიონში" თამაშობდა, "ბარსა" კი სამუელ ეტო'ოს შემცვლელს ეძებდა და ფრანგულ კლუბს 30-მილიონევროიან ტრანსფერზე მოურიგდა. ფეხბურთელს სახლში "ბარსელონას" სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ეწვია და ყველაფერი ჩაიშალა.
ბეგირისტაინს არ მოეწონა ბენზემას ქცევის მანერა, საუბარი, გარემოცვა და გადაწყვიტა, რომ ის პრობლემური პიროვნება იყო.
1 წლის შემდეგ კარიმი "რეალმა" იყიდა და დღესაც ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.