
"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ჟოზე მოურინიომ შესაძლოა ისევ ჩაიბაროს მადრიდული გუნდი.
"დიდია იმის ალბათობა, რომ შემდეგ სეზონში მოურინიო "რეალის" მწვრთნელი იქნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებათა პროცესი", - წერს კალდერონი ტვიტერში.
ბლანკოსი გუშინ თასიდან "ბარსელონამ" გამოაგდო, ლა ლიგაზე მე-3 ადგილზეა და კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი რომ მოურინიოსთან აწარმოებს მოლაპარაკებას, Sunday Mirror-მა 10 იანვარს იუწყა.