ბეილის აგენტი: რამდენიმე მატჩი შეუცვლელად და ბეილი რონალდოს დონეზე იქნება

AutoSharing Option
ფოტო: as.com

მადრიდის „რეალის“ შემტევის, გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა საკუთარი კლიენტის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და უელსელის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ბეილს „რეალში“ კარიერის დასრულება სურს, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, ის გაესაუბრება ზიდანს და სეზონის ბოლოს გადაწყვეტილებას მივიღებთ.

ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი? გარეთს სხვანაირად სურდა თამაში, ზიდანი კი სულ სხვას ითხოვდა. ეს პრობლემა დღითი დღე უფრო მწვავდებოდა. თუ გარეთს მისი ფეხბურთის თამაშის საშუალებას მისცემენ, რამდენიმე მატჩის მანძილზე არ გამოცვლიან, ის კრიშტიანო რონალდოს დონეზე იქნება. ბეილი ძალიან ნიჭიერია.

ბეილი ძალიან
მშვიდი ადამიანია. პრესა მასზე საშინელებებს წერდა, თითქოს მას თანაგუნდელებთან ერთად ღამის პირველ საათამდე რესტორანში ყოფნა არ სურდა. პრესამ ამას სამარცხვინო საქციელი უწოდა. წარმოიდგინეთ ინგლისური პრესის რეაქცია, თუ ისინი ფეხბურთელს ღამის პირველ საათზე რესტორანში ნახავენ!

ბეილს ფორმაში ყოფნა და რეჟიმის დაცვა უყვარს. უქმეებზე ის გოლფს თამაშობს - რა, ეს დანაშაულია? პრესა, განსაკუთრებით ინგლისში, მის მიმართ უსამართლოა. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელია. პორტუგალიაში რონალდოს, არგენტინაში - მესის, ბრაზილიაში კი ნეიმარს არასდროს აკრიტიკებენ“, - განაცხადა ბარნეტმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
"ბეილი ნიჭიერიაო" - ეგ 20 წლის რომ იყო მაშინ უნდა გეძარა, რეალმა ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად იყიდა და არა ნიჭიერ პოტენციურ ვარსკვლავად. რაც არ უნდა იძახოს აგენტმა ბეილი იმედგაცრუებაა მეტი არაფერი. გაიბრწყინებს გუნდში რომელიც კონტრშეტევაზე თამაშობს და სივრცე აქვს ბეილს რომ გაიქცეს, სხვანაირად დინამიურ შეტევებში, პოზიციურ თამაშში მისი ფასი ნულია.
???
16 მარტი 2019 01:58
0
ამბოლოდროს გაქცევაც აღარ გამოსდის
NN
16 მარტი 2019 15:04
0
ბეილი ვერასოდეს მივა რონალდოს დონემდე.
Status quo
15 მარტი 2019 17:31
1
ბრილი ძალიან ძლიერია,მაგრამ რამდენიმე თამაში და რონალდოს დონეზე ითამაშებსო,რბილად რომ ვთქვათ,არასერიოზულია.ის პატარა ბიჭი აღარ არის,რომ მკვეთრად მოუმატოს,რონალდოს შედეგებს კი, მხოლოდ მესის შედეგები ეთანადება.აქვე კაპელოსაც შევეხმიანები.კი ბატონო,გენიოსებად იბადებიან,მაგრამ როცა შენ გენიოსების ფარდ დონეზე თამაშობ და ამას შენი შრომით მიაღწიე,ესე იგი შენც გენიოსი ხარ,შრომის გენიოსი და ეს, უფრო დასაფასებლადაც კი მიმაჩნია.
სოსო
15 მარტი 2019 12:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული