ფოტო: as.com
მადრიდის „რეალის“ შემტევის, გარეთ ბეილის აგენტმა ჯონათან ბარნეტმა საკუთარი კლიენტის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და უელსელის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„ბეილს „რეალში“ კარიერის დასრულება სურს, მაგრამ თუ ეს არ გამოვა, ის გაესაუბრება ზიდანს და სეზონის ბოლოს გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ჰქონდათ თუ არა მათ კონფლიქტი? გარეთს სხვანაირად სურდა თამაში, ზიდანი კი სულ სხვას ითხოვდა. ეს პრობლემა დღითი დღე უფრო მწვავდებოდა. თუ გარეთს მისი ფეხბურთის თამაშის საშუალებას მისცემენ, რამდენიმე მატჩის მანძილზე არ გამოცვლიან, ის კრიშტიანო რონალდოს დონეზე იქნება. ბეილი ძალიან ნიჭიერია.
ბეილი ძალიან
მშვიდი ადამიანია. პრესა მასზე საშინელებებს წერდა, თითქოს მას თანაგუნდელებთან ერთად ღამის პირველ საათამდე რესტორანში ყოფნა არ სურდა. პრესამ ამას სამარცხვინო საქციელი უწოდა. წარმოიდგინეთ ინგლისური პრესის რეაქცია, თუ ისინი ფეხბურთელს ღამის პირველ საათზე რესტორანში ნახავენ!
ბეილს ფორმაში ყოფნა და რეჟიმის დაცვა უყვარს. უქმეებზე ის გოლფს თამაშობს - რა, ეს დანაშაულია? პრესა, განსაკუთრებით ინგლისში, მის მიმართ უსამართლოა. ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელია. პორტუგალიაში რონალდოს, არგენტინაში - მესის, ბრაზილიაში კი ნეიმარს არასდროს აკრიტიკებენ“, - განაცხადა ბარნეტმა.