"კი იყო რთული, მაგრამ რონალდოს წინააღმდეგ თამაში სასიამოვნო გახლდათ.
როდესაც რონალდო "რეალში" იყო, მომწონდა ტურნირების მოგება. ნეტა, "რეალიდან" არ წასულიყო. კარგი იქქნებოდა, მადრიდში დარჩენილიყო.
"იუვენტუსის" მიმართ დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი. მაგარი ფეხბურთელები და ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც რონალდომ კიდევ უფრო გააძლიერა.
"ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ "იუვე" ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. იმედია, ჩვენც ფავორიტები ვართ.
ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ნეიმარი, მბაპე, სუარესი, აზარი - ყოველი მათგანი შეიძლება იყოს საუკეთესო. თუმცა, მე ამ ჯგუფიდან რონალდოს
გამოვიყვანდი - ის ჩემთანაა", - განაცხადა მესიმ Club 947FM-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.