რადომირ ანტიჩი: რატომ გადასცეს მოდრიჩს "ოქროს ბურთი"? - ვერც გოლი ვერ გააქვს და ვერც საგოლე გადაცემას ვერ აკეთებს

AutoSharing Option
"რეალის", "ატლეტიკოსა" და "ბარსელონას" ყოფილ მწვრთნელს რადომირ ანტიჩს მიაჩნია, რომ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა "ოქროს ბურთი" არ დაიმსახურა.

"ერთი ეს გამაგებინეთ, როდის შემდეგ გახდა მოდრიჩი საუკეთესო პლეიმეიკერი, თუ საგოლე გადაცემის გაკეთებაც კი არ შეუძლია? აღარაფერს ვამბობ "ოქროს ბურთზე". ამაზე ლაპარაკს აზრიც კი არა აქვს. მას ხომ ვერც გოლი ვერ გააქვს და ვერც საგოლე გადაცემას ვერ აკეთებს", - განუცხადა ანტიჩმა "მუნდო დეპორტივოს".

გასულ სეზონში ყველა ტურნირზე მოდრიჩმა 43 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული