
მარტში პრიმერას საუკეთესო ფეხბურთელად "ბარსელონას" თავდამსხმელი ლეო მესი დაასახელეს.
მარტში მესიმ 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
ესპანეთის მიმდინარე ჩემპიონატის 28 შეხვედრაში ლეომ 32 გოლი (4 პენალტით) და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მას ზედიზედ მეცხრე სეზონში გააქვს 40+ გოლი.