"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მოგებული მატჩი (2:0) შეაფასა.
"მნიშნვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ. ჩემპიონობას მივუახლოვდით, მაგრამ ჯერ ის არ მოგვიპოვებია. საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
დღეს მნიშვნელოვანი მატჩი გვქონდა. კმაყოფილები ვართ საკუთარი თავით, იმიტომ რომ მეორეადგილოსანს ვეთამაშებოდით - ეს შესანიშნავი გუნდია, რომელიც 10 ფეხბურთელითაც ბოლომდე იბრძოდა.
წინ ჩემპიონთა ლიგაში მნიშვნელოვანი მატჩი გველის, შემდეგ კი "უესკაზე" ფიქრის დრო დადგება. შევეცდებით, ყველა მატჩი მოვიგოთ, მაგრამ ჯერ ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ვიფიქროთ.
გაძევებამ მატჩის რიტმი შეცვალა. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ. მეტოქისგან სახიფათოდ
გვიტებდა, იან ობლაკმა კი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა", - განაცხადა "ბარსელონას" თავკაცმა.
შეგახსენებთ, რომ "ატლეტიკოს" დამარცხების შემდეგ ჩემპიონატის დასრულებამდე 7 ტურით ადრე კატალონიური კლუბი დიეგო სიმეონეს გუნდს 11, მადრიდის "რეალს" კი 13 ქულით უსწრებს.
10 აპრილს "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედს" დაუპირისპირდება.
დიეგო კოსტამ მსაჯს უთხრა, რომ მისი დედა ბოზია და ამიტომ გააძევა
"ბარსელონამ" კაცნაკლული "ატლეტიკო" ბოლოს გატეხა და თითქმის ჩემპიონია [VIDEO]
დიმიტარ ბერბატოვი: "ბარსელონა" "იუნაიტედს" დასჯის
"ბარსელონას" ექსმწვრთნელი: გრიზმანი "ბარსაში" სკამს გახეხავს