დიეგო კოსტა შეიძლება 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატზე "ბარსელონასთან" მატჩის პირველ ტაიმში გაძევებულ "ატლეტიკოს" თავდამსხმელს დიეგო კოსტას მკაცრად დასჯიან.

მან შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯს ხესუს ხილ მანსანოს, რომელმაც ამის გამო წითელი ბარათი უჩვენა.

დიეგოს საკითხს ფეხბურთის ფედერაცია განიხილავს და არაა გამორიცხული, 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ.

სწორედ ასეთ სასჯელს ითვალისწინებს ფედერაციის დისციპლინარული კოდექსის 94-ე პუნქტი.

მსაჯმა პროტოკოლში აგრეთვე აღნიშნა, რომ იმისათვის, რათა ჯიბიდან ბარათი არ ამოეღო, კოსტა რამდენიმეჯერ შეეხო ხელით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული