El Larguero: "ბარსელონას" ფეხბურთელებს ანტუან გრიზმანის მოსვლა არ სურთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" ფეხბურთელები მადრიდის "ატლეტიკოს" ფორვარდის, ანტუან გრიზმანის ტრანსფერის წინააღმდეგები არიან.

ფეხბურთელებს არ სურთ, რომ 28 წლის ფორვარდი გუნდს შეუერთდეს და "ბარსელონას" დირექტორთა საბჭომ ამის შესახებ იცის, - აღნიშნა ჟურნალისტმა მანუ კარენიომ El Larguero-ს ეთერში.

გრიზმანის კონტრაქტი "ატლეტიკოსთან" 2023 წლის 30 ივნისამდე მოქმედებს.

"ბარსელონას" შეუძლია კონტრაქტის მიხედვით ფეხბურთელის სანაცვლოდ 120 მლნ ევრო გადაიხადოს. გასულ ზაფხულს გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლა არ ისურვა. ამის შესახებ მან დოკუმენტურ ფილმში განაცხადა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი რა ბაიერნში წადი! გრიზმანი ბაიერნში ხამესის იდეალური ჩამნაცვლებელი იქნება, შესაბამისად კი ხამესი აუცილებლად უნდა გაუშვან
ილარიონი
13:33 12-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული