"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

AutoSharing Option
ესპანეთის სასამართლომ "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ორწლიანი პატიმრობის შემდეგ უდანაშაულოდ ცნო და საპატიმროდან გაათავისუფლა.

როსელს ბრალი ბრაზილიურ ფეხბურთში თანხის გათეთრების და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით ჰქონდა წარდგენილი.

საქმე ისაა, რომ 2008 წელს სანდრო როსელს, რომელსაც სპორტული მარკეტინგის ფირმა ჰქონდა დაფუძნებული, ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ პორტუგალიისა და ბრაზილიის მატჩის ორგანიზება სთხოვა.

პროკურატურამ ჩათვალა, რომ ამ გარიგების დროს ადგილი კორუფციას ჰქონდა. ამიტომ როსელი რამდენიმე სხვა პირთან ერთად დააპატიმრა.

"ბარსელონას" ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის სახით 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მომზადებულია Sport.es-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული