"ბარსელონამ" "ხეტაფე" დაამარცხა - ტრავმირებული კოუტინიო ფანებმა სტვენით გააცილეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 მაისს, ლა ლიგის 37-ე ტურში "ბარსელონამ" 2:0 მოუგო "ხეტაფეს".

"ბარსა" 2 ტურის წინ გახდა ჩემპიონი და ამ მატჩს მისთვის არანაირი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

69-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის ტრავმა მიიღო ნახევარმცველმა კოუტინიომ და მიმდინარე სეზონში მისი თამაშით უკმაყოფილო გულშემატკივრებმა მოედნიდან სტვენით გააცილეს. თუმცა ზოგიერთმა ქომაგმა ტაშიც დაუკრა.

ბრაზილიელს 10 დღე მოუწევს უქმობა და 25 მაისს, ესპანეთის თასის ფინალში "ვალენსიასთან" სათამაშოდ მზად იქნება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 57 088 მაყურებელი
ბარსელონა - ხეტაფე 2:0
გოლები: 1:0 ვიდალი (39), 2:0 არამბარი (89, საკ. კარში)

ბარსელონა: სილესენი, რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა, ვიდალი, ბუსკეტსი, რაკიტიჩი (ალენია 61), მესი, მალკომი (სემედუ 78), კოუტინიო (რუისი 69)

ხეტაფე: სორია, სუარესი, დაკონამი, კაბრერა, ოლივეირა, ფულკე (საისი 75), მაკსიმოვიჩი, არამბარი, სიბასაკი (პორტილიო 46), მოლინა, ანხელი (დურო 86)
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა ნამდვილ ქომაგებს რომლებიც წყენის მიუხედავად მივიდნენ სატადიონზე და მხარი დაუჭირეს ბარსას. ლეოს ვუსურვებთ მალე გამოვიდეს ფსიქოლოგიურ სტრესისგან. რაც არ უნდა წააგოთ მე ყოველთვის ბარსას გულშემატკივარი ვიქნები ბოლომდე. "ყალბ" ვაი ქომაგებს (უფრო ვითომ ქომაგებს) თავი შეიკავეთ ბარსას მოჩვენებით ფანობისგან. ბარსას არ ჭირდება თქვენნაირი ბალასტები, მითუმეტეს გინების მეტი არაფერი არ იცით.
6
როგორც არ უნდა წააგოს ბარსამ ყოველთვის მის ერთგულ ფანად დავრჩები კოპა დელ რეი უნდა მოვიგოთ
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული