"ბარსელონამ" მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს აცნობა, რომ გადააყენებს. ეს ინფორმაცია El Chiringuito TV-ის ჟურნალისტმა ხოაკიმ დომენეკმა გაავრცელა.
კლუბის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო დარჩა გუნდის ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასზე წარუმატებლობით და ვალვერდეს გადაყენების გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.
კატალონიური "სპორტის" ცნობით, "ბარსამ" მოლაპარაკება წამოიწყო ბელგიის ნაკრების თავკაცთან, რობერტო მარტინესთან. მარტინესი თანახმაა, შეთავაზებას დათანხმდეს, მაგრამ იქამდე ბელგიის ფეხბურთის ფედერაციას უნდა მოელაპარაკოს.
სხვათა შორის, მარტინესი კატალონიელია. ის ავტონომიური გაერთიანების დასავლეთით მდებარე ქალაქ ბალაგერშია დაბადებული.