ლიონელ მესი: როცა მოვიწყენ, ინტერნეტში შევდივარ და ტანსაცმელს ვყიდულობ

AutoSharing Option
ამჟამად ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკისთვის ემზადება.

"ბარსას" ვარსკვლავთან Fox Sports Argentina-მ ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც მესიმ სანაკრებო ამბიციებსა და კარიერის სავარაუდო დასრულებაზე ისაუბრა. თუმცა, ამასთანავე, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ოჯახურ ცხოვრებას, თავისუფალი დროის გატარებასა და სუარეს-ნეიმართან მის მეგობრობას შეეხო.

"ანტონელას პირველი ნახვისას მივხვდი, რომ ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო", - თქვა ლეომ.

"როცა ტიაგო დაიბადა, გავაანალიზე, რომ პრიორიტეტები იცვლებოდა. ძალიან მძიმეა წაგება, თუმცა ახლა, როცა სახლში მივდივარ, ჩემს ცოლსა და შვილებს ვხედავ. ადრე კი, უბრალოდ, სახლში მივდიოდი, ჩავიკეტებოდი საკუთარ
თავში და არც ტელევიზორის ყურება და არც ჭამა არ მინდოდა.

Sportall.Ge

მე ისევ განვიცდი წაგებას, თუმცა ახლა სხვა დამოკიდებულება მაქვს. უკვე ჩემს შვილებთან ერთად უნდა ვიჯდე მაგიდასთან.

ტიაგოც ძალიან განიცდის, როცა ვაგებ. ასე იყო "ლივერპულთანაც" და თასის ფინალშიც."

როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რას აკეთებს თავისუფალ დროს, 31 წლის ფეხბურთელმა უპასუხა:

"მე არ მიყვარს საკუთარი თავის ცქერა ტელევიზორში. თამაშებს განმეორებით არ ვნახულობ. როცა მოვიწყენ, ინტერნეტში შევდივარ და ტანსაცმელს ვყიდულობ", - ხუმრობით აღნიშნა ლეომ.

რაც მეგობრობას ეხება, როგორც ჩანს, მესისათვის ლუის სუარესი და ნეიმარი უბრალოდ თანაგუნდელები არ არიან.

"WhatsApp-ში ჯგუფი მაქვს. მასში მე, სუარესი და ნეიმარი ვართ. ხალხი ნეგატიურად განეწყო სუარესის მიმართ, არადა, მას ოპერაციის გადატანა მოუხდა. ლუისს დიდი ხანი ტანჯავდა ტკივილი. მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა", - თქვა ლეომ.

მესის წინ კოპა ამერიკა ელოდება და არგენტინის ნაკრების კაპიტანი ბრაზილიიდან ეცდება ოჯახის გახარებას. არგენტინა ჯგუფში კოლუმბიასთან, პარაგვაისა და ყატართან ერთად არის.

პირველ შეხვედრაში არგენტინა კოლუმბიას დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი 16 ივნისს, თბილისის დროით 02:00 საათზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
როცა მოიწყენს, ფიფა 16_ში შედის და ჩილესთან პენალტს ურტყამს კოპა ამერიკის ფინალში.
4
მესის ლამაზი და კარგი ოჯახი ყავს!
2

სიახლეები პოპულარული