კეილორ ნავასს "რეალიდან" წასვლა უნდა, მაგრამ არავის არ მიჰყავს

AutoSharing Option
მეკარე კეილორ ნავასს არ აწყობს "რეალში" ტიბო კურტუას დუბლიორობა და გუნდის გამოცვლა სურს.

ნავასმა კლუბის ხელმძღვანელობას თავისუფალი აგენტის სტატუსით გაშვება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო - უთხრეს, რომ მიუხედავად დიდი დამსახურებისა, 20 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შეელევიან.

ამასთან, 32 წლის კოსტა რიკელი კონტრაქტით დარჩენილი ორი წლის განმავლობაში ასაღები ხელფასის მიცემას ითხოვს და ამბობს, რომ ახალ გუნდში სეზონური 7-მილიონიანი გასამრჯელოს გარეშე არ ითამაშებს.

As-ის ცნობით, კეილორს არც არავინ ეპატიჟება და მოუწევს ბლანკოსში დარჩენა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული