"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი ოღონდ "ბარსელონაში" დაბრუნდეს და გასამრჯელოს მნიშვნელოვნად შემცირებასაც არად დაგიდევთ, რაც მისგან, ცოტა არ იყოს და, გასაკვირია.
"ბარსაში" გადაბარგების შემთხვევაში, ბრაზილიელი ფორვარდი წლიური 36-მილიონევროიანი გასამრჯელოს ნაცვლად 22 მილიონს მიიღებს, ანუ იმდენივეს, რამდენიც პარიზულ კლუბში გადასვლამდე ჰქონდა.
ნეიმარმა "ბარსელონელ" მეგობრებს უთხრა, რომ მალე დაბრუნდება, თუმცა მას მოქმედი კონტრაქტი აქვს და "პარი სენ ჟერმენი" არ უშვებს.