"ბენფიკამ" დაადასტურა: ჟოაო ფელიში "ატლეტიკოში" რეკორდულ ფასად გადავა

AutoSharing Option
ლისაბონის "ბენფიკამ" დაადასტურა, რომ მადრიდის "ატლეტიკო" 19 წლის შემტევის, ჟოაო ფელიშის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს.

როგორც პორტუგალიური კლუბი იუწყება, მადრიდელები ფეხბურთელის გამოსასყიდი მათთვის სარეკორდო თანხის - 126 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არიან და ახალგაზრდა მოთამაშე რამდენიმე დღეში "ათლეტების" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება.

აღსანიშნავია, რომ ეს ფეხბურთის ისტორიაში მეხუთე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იქნება - ნეიმარის, კილიან მბაპეს, ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს შემდეგ.

ფელიში აწ უკვე დასრულებული სეზონის ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა იყო. მან "ბენფიკას" რიგებში ყველა ტურნირზე 43 შეხვედრა გამართა, სადაც
თავი 20 გოლსა და 11 საგოლე გადაცემას მოუყარა.

ახალგაზრდა პორტუგალიელი "ატლეტიკოში" ანტუან გრიზმანის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც, დიდი ალბათობით, კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული