"რეალმა" "ტოტენჰემს" კრისტიან ერიკსენის შეძენაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
"ტოტენჰემი" მზადაა, ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს შეელიოს.

"მარკას" ცნობით, რამდენიმე დღის წინ "ტოტენჰემის" პრეზიდენტი დანიელ ლევი "რეალის" გენერალურ დირექტორს ხოსე ანხელ სანჩესს დაუკავშირდა და 27 წლის ფეხბურთელის შეძენა შესთავაზა.

ეს ნაბიჯი ლევიმ იმიტომ გადადგა, რომ ერიკსენმა 2020 წლის ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი უთხრა.

ლევის ესმის, რომ კრისტიანს ან ახლა გაყიდის, ან მომავალ წელს მის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

შარშან "ტოტენჰემი" კრისტიანსენს 150 მილიონ ევროდ აფასებდა, ახლა კი 70 მილიონად გაყიდვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"რეალისთვის" პრიორიტეტული პოლ პოგბას (მანჩესტერი) და დონი
ვან დე ბეკის (აიაქსი) ტრანსფერებია და თუ ვერც ერთი ვერ განახორციელა, მაშინ მიუბრუნდება ერიკსენის ვარიანტს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული