ცნობილი გახდა, რამდენს სთხოვს პსჟ "ბარსელონას" ნეიმარში

AutoSharing Option
ამ ცნობას "პარიზიენი" ავრცელებს - პსჟ თანახმაა "ბარსელონას" თავდამსხმელი ნეიმარი მიყიდოს და თანაც, ფასდაკლებით, თუ ადრე 300 მილიონ ევროს სთხოვდა, ახლა თანახმაა 222 მილიონად შეელიოს, ანუ იმდენად, რამდენადაც 2017 წელს მისი ტრანსფერი გამოისყიდა.

"პარი სენ ჟერმენმა" "ბარსას" კიდევ ერთი ვარიანტი შესთავაზა - 130 მილიონი და პლუს 2 ფეხბურთელი, რომლებსაც თავად აარჩევს.

კატალონიური კლუბი მზადაა 100 მილიონი გადაუხადოს და ნახევრმცველი კოუტინიო დაუთმოს, ფორვარდ უსმან დემბელეს გასხვისებაზე კი უარსაა. თუმცა, თუ ანტუან გრიზმანიც შეიძინა, გუნდში დემბელეს საჭიროება ნაკლებად იქნება.

მოკლედ, ვაჭრობენ და
ვნახოთ, რა მოხდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ მონათმფბლობელურმა ვაჭრობამ ფეხბურთში ტვინი წაიღო, რა უბედურეება ამდენი ასტრონომიული მილიონების ტრიალი.
ვოვა
08:50 30-06-2019
0
იგივე ფასი,რა ფასადაც შეისყიდეს?ნეიმარს წლები და ტრავმები მოემატა.ასე რომ მაგდენი აღარ ღირს.დიდი რისკია.
სოსო
08:46 30-06-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული