"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანის ტრანსფერის ფინანსურ მხარეზე ისაუბრა.
"ეს ადვილი ტრანსფერი არ იყო. ძალიან კმაყოფილები ვართ. მადლობა მას, რომ ჩვენს წინადადებას დათანხმდა. 35-მილიონევროინი სესხის აღება მოგვიწია, რომელსაც 6 თვეში დავფარავთ, კიდევ 85 მილიონს კი ფეხბურთელების გაყიდვით ვიშოვით.
"ატლეტიკოს" განცხადება? მადრიდულ კლუბს ველაპარაკე. მესმის, საკუთარ ინტერესებს იცავენ, მაგრამ არა მგონია, რამე გამოუვიდეთ.
გრიზმანის გარემოცვას მაისში დავუკავშირდით და არა მარტში ან აპრილში", - განუცხადა ბარტომეუმ As-ს.
ანტუან გრიზმანი: ჩემზე განაწყენებულ მესისთან და სუარესთან კარგ ურთიერთობას საგოლე პასებით დავამყარებ