ანტუან გრიზმანმა ლიონელ მესი NBA-ს ვარსკვლავს შეადარა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა კატალონიური კლუბის ლიდერ ლიონელ მესის შეფასებისას მაგალითი NBA-დან მოიყვანა.

"მესი საუკეთესოა, როგორც ლებრონ ჯეიმსი კალათბურთში. ლებრონი კალათბურთის სახეა, მესი კი - ფეხბურთის", - გადმოსცემს ფრანგის სიტყვებს "ბარსას" ოფიციალური ვებგვერდი.

"ბარსელონამ" გრიზმანი "ატლეტიკოსაგან" 120 მილიონ ევროდ იყიდა. კონტრაქტი 5 წელზეა გათვლილი და ფრანგის გამოსასყიდი თანხა 800 მილიონი ევრო გახლავთ.

ხოლო, რაც შეეხება ლიონელ მესისა და ლებრონ ჯეიმსს, კალათბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, NBA-ს MVP ტიტული ბერძენმა იანის ანტეტოკუმპომ მიიღო.

ფეხბურთში კი საუკეთესოს წლის ბოლოს დააჯილდოებენ. გასულ სეზონში
"ოქროს ბურთი" ლუკა მოდრიჩმა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 10 /
შენი აზრით ლეგენდას თუ დაუძახებ კაცს იმის გაკრიტიკების უფლება არავის არა აქვს.თან მესიზე ვინც არ უნდა დაწეროს კრიტიკული ყველაფერი ჩემი დაწერილი გგონია.ან მესი რა სტალინია გორში მისი გაკრიტიკება რომ აკრძალულია.ისტორიაში მხოლოდ გამარჯვებულები რჩება.ჩემი შვილიშვილისთვის მოყოლილი მაქვს როგორ მოიგებინეს მსოფლიო პელემ და მარადონამ თავის ქვეყნებს.ან წლების შემდეგ მოუყვებიან პატარებს კრიშტიანომ როგორ მოაგებინა ევროპა პორტუგალიას.შენ რას ეტყვი შვილიშვილებს როდესაც გკითხავენ მესი თუ ასეთი მაგარი იყო რა აქვს ნაკრებში მოგებულიო.
ამაშია საქმე
03:31 20-07-2019
1
მესი რომ ლეგენდაა ამაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ფრთიან ანგელოზად გამოყვანა მეტისმეტია.რომელ ერთულებაზეა ლაპარაკი როდესაც ბარსა დააშანტაჟა და სანამ ხელფასი 40 მილიონი არ დაუნიშნეს იმუქრებოდა სხვაგან წავალო.ეს არის ერთგულება?ხან არგენტინელ ხალხს აშანტაჟებს და წასვლით იმუქრება.ამიტომაც არგენტინაში
ისეთი სიყვარულით არ სარგებლობს როგორითაც მარადონა.
ამაშია საქმე
10:40 19-07-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული