"ბარსელონას" ახალწვეულმა ანტუან გრიზმანმა კატალონიური კლუბის ლიდერ ლიონელ მესის შეფასებისას მაგალითი NBA-დან მოიყვანა.
"მესი საუკეთესოა, როგორც ლებრონ ჯეიმსი კალათბურთში. ლებრონი კალათბურთის სახეა, მესი კი - ფეხბურთის", - გადმოსცემს ფრანგის სიტყვებს "ბარსას" ოფიციალური ვებგვერდი.
"ბარსელონამ" გრიზმანი "ატლეტიკოსაგან" 120 მილიონ ევროდ იყიდა. კონტრაქტი 5 წელზეა გათვლილი და ფრანგის გამოსასყიდი თანხა 800 მილიონი ევრო გახლავთ.
ხოლო, რაც შეეხება ლიონელ მესისა და ლებრონ ჯეიმსს, კალათბურთში ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო, NBA-ს MVP ტიტული ბერძენმა იანის ანტეტოკუმპომ მიიღო.
ფეხბურთში კი საუკეთესოს წლის ბოლოს დააჯილდოებენ. გასულ სეზონში
"ოქროს ბურთი" ლუკა მოდრიჩმა მოიგო.