Marca: "ბარსელონას" ფეხბურთელი "ზენიტში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
Marca-ს ინფორმაციით, "ბარსელონას" შემტევი მალკომი სანქტ-პეტერბურგის "ზენიტში" გადასვლასთან ახლოსაა.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ბრაზილიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა მოთამაშის აგენტი კლუბის ხელმძღვანელობას მისი კლიენტის მომავალზე სასაუბროდ უკვე შეხვდა.

მალკომის შესაძლო წასვლას კიდევ რამდენიმე ფაქტი ამძაფრებს - ის ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის და არტურ მელოსთან და არტურო ვიდალთან ერთად იმ სამ ფეხბურთელს შორისაა, ვისაც ევროკავშირის პასპორტი არ აქვს, ლა ლიგაში კი კლუბს მხოლოდ 3 არაევროკავშირელის ყოლის უფლება აქვს.

"ბარსელონამ" მალკომი გასული სეზონის წინ ფრანგული "ბორდოდან" 41 მილიონი ევროს
სანაცვლოდ შეიძინა.

alt"რეალმა" ბეილი ვერ მოიშორა - 29 ივლისის ტრანსფერები და ჭორები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული