კოუტინიომ "ტოტენჰემში" გადასვლაზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
SkySports-ის ცნობით, "ბარსელონას" ნახევარმცველმა კოუტინიომ "ტოტენჰემში" გადასვლაზე უარი განაცხადა.

"ტოტენჰემს" ბრაზილიელის იჯარით აყვანა უნდოდა, მაგრამ ეს არც ფეხბურთელმა და არც "ბარსამ" არ ისურვა.

კატალონიურ კლუბს უნდა კოუტინიო 80 მილიონ ფუნტად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდიდან არ გაუშვებს.

კოუტინიო ინგლისში, "ლივერპულის" გარდა, სხვა გუნდში თამაშს გამორიცხავს. მისი სამსახურით "არსენალიც" იყო დაინტერესებული.

ცნობისათვის, ხვალ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა იხურება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კოუ არ გაუშვათ! ასეთი ფეხბურელის გაშვება არის სამარცხვინო.
barsa mesi
12:20 08-08-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული