მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ნეიმართან დაკავშირებით კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
"ხვალ მატჩი გვაქვს და მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. მწვრთნელები, ფეხბურთელები და პერსონალი მხოლოდ ამაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებულები და სხვა არაფერზე.
მინდა, რომ 2 სექტემბერი რაც შეიძლება მალე დადგეს და ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარ დაისმება", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
ესპანეთში სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 00:00 საათზე დაიხურება.