ინსტაგრამზე პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის "ბარსელონას" ახალ ფორმაში ფოტო გამოქვეყნდა, რომელიც სასწრაფოდ წაშალეს, მაგრამ მსოფლიოს უამრავ ვებგვერდზე შესაძლებელია მისი ნახვა.
ნეიმარის სპონსორმა, საათების ბრენდმა Gaga Milano-მ ნეიმარის სურათი "ბარსას" 2019/2020 წლების სეზონის ფორმაში შეცდომით გამოაქვეყნა.
შეიძლება ეს ფოტომონტაჟია, თუმცა ამან კიდევ უფრო დაძაბა სიტუაცია.
ბრაზილიელის ტრანსფერის შესახებ უამრავი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება, რომელთა უმეტესი ნაწილი სიმართლეს არ შეესაბამება, სატრანფერო ფანჯარა კი სულ მალე დაიხურება.
"პარი სენ ჟერმენმა" "ბარსელონას" ნეიმარში ივან რაკიტიჩი, ჟან-კლერ ტოდიბო, უსმან დემბელე და მნიშვნელოვანი თანხა მოსთხოვა, ახლა "ეკიპი" ირწმუნება,
რომ რაკიტიჩმა და ტოდიბომ ამაზე თანხმობა განაცხადეს, ხოლო დემბელეს გადასვლაში პარიზული გუნდის მწვრთნელი ტომას ტუხელი არწმუნებს.
ტუხელი დემბელეს მწვრთნელი "დორტმუნდში" იყო და კარგა ხნია ცდილობს მის გადაბირებას.