ზინედინ ზიდანმა ფირფიტა გადააბრუნა - ახლა ამბობს, რომ ბეილი გასაოცარია

AutoSharing Option
"რეალის" მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მთელი ზაფხული უშედეგოდ ცდილობდა თავდამსხმელ გარეთ ბეილის თავიდან მოცილებას, ჩინეთში მის გაშვებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და ახლა აქებს.

"ვფიქრობ, როდესაც საქმე კარგად არ მიდის, ყველანი დამნაშავე ვართ.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, ერთ ნავში ვსხედვართ. ვითარების მიხედვით უნდა შევიცვალოთ. ერთი გუნდი ვართ.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ბეილს გასაოცარი თვისებები აქვს. ყველამ იცის, რაც ზაფხულში მოხდა. ის დარჩა, მე ბედნიერი ვარ, ყველა ბედნიერია, მათ შორის ფანებიც.

წინ უნდა ვიაროთ", - ციტირებს ზიდანს Goal-ი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
მე ვფიქრობ ზიდანის და პერესის საქციელი მიმართული იყო ბეილის გასაღიაზებლად, მოტივაციის შესამატებლად და ძველი ბეილის გასახსენებლად. მთელი ზაფხული ვიძახდი რომ ბეილი არ წავათქო, ეს დადგმულ სპექტაკლად მეჩვენებოდა, რათა ბეილს სურვილი გასჩენოდა ყველაფერი დაემტკიცებინა. თუ გაშვება უნდოდათ გაუშვებდნენ ჩინეთში, ამასაც კონტრაქტი შეთანხმებული ქონდა და რეალსაც კარგ ფულს უხდიდნენ, მაგრამ პერესმა ჩაშალა ეს მოლააპრაკება, ზიზუს ბეილი მაგრად მოწონდა, მისი ინიციატივით მოიყვანეს ეგ რეალში, მახსოვს ინტერვიუები სადაც ამბობდა ბეილი ის ფეხბურთელია რომელიც ლიგას მოგვაგებინებსო და მართალიც იყო
მიხო
18 სექტემბერი 2019 13:32
0
რა მაგარი კომენტარები იწერება აქ - აბა ბეილის ანაბარაღაა დარჩებილი და რა უნდა ქნას არ შეაქოს და სტიმული არ უნდა მისცეს? - რაც ყავს ეგაა მისი გუნდი და იძულებულა მაგ მოტივაცია დაკარგულ გუნდს და გადაბერებულ ფეხბურთელებს მხნეობა და ოპტიმიზმი ჩაუნერგოს - ბეილი რას იძავს მაჰასაც ვნახავ - შარშანაც კარგად დაიწყო და მერე ძლივს დაძუნძულებდა მინდორზე - მოდრიჩიც გასულია უკვე მომსახურების ზონიდან -და პერესი შეჯდა ვირზე და ხმაურიანი გასროლაც არ გააკეთა - რაც შეეხება ზიდანს როგორც ფეხბურთელს მე არ ვიცი მესი და რონალდო - ზიდანი იყო კ ლ ა ს ი კ ა ფეხბურთში
NN
15 სექტემბერი 2019 00:56
2
როგორც შენი კომენტარია კლასიკა, ისე ეგ შენი ზიდანია კ ლ ა ს ი კ ა.
????
16 სექტემბერი 2019 20:08
0
ორპირობის (ან შეიძლება უფრო მეტი "პირობის") საუკეთესო მაგალითი ზიდანისაგან. ამას ქვია ქამელეონის სინდრომი ფერს, რომ იცვლის სიტუაციის და მიხედვით.
ნანა
14 სექტემბერი 2019 16:55
2
მე მეგონა ეგეთები "დროიძეები" იყვნენ
აჩი
17 სექტემბერი 2019 10:04
0
ზიდანი ჩემთვის მესიზე და რონალდოზე დიდი ფეხბურთელია, რადგან მხოლოდ მას შეეძლო დიდი ტურნირების მარტო მოგება, მაგრამ ბეილის იგნოირება ამოჩემებაა და მეტი არაფერი, არ მოწიო ამდენი და დაიბრუნებ ავტოიტეტს ისევ
ბმბ
14 სექტემბერი 2019 15:13
4
მხოლოდ იმაში გეთანხმები რომ ბეილი ამოიჩემა და ახლა თავად მოუწია საკუთარ სიტყვებზე გადაბიჯება.

ზიდანი უდაოდ დიდი ფეხბურთელია მაგრამ არა მაგხელა რამხელადაც შენ აფასებ. ბრაზილიელი რონალდოს დონისაც არ არის არამც თუ მესის და რონალდოსი. (ბრაზილიელი რონალდო რომ არა ტრამვები, ამ ორ უკანასკნელზე ნაკლები არ იყო ჩემი აზრით)

უკაცრავად და რაში გამოიხატება ის რომ მარტოს შეეძლო დიდი ტურნირის მოგება? სად მოიგო მარტომ ტურნირი? 98 და 2000 წლის საფრანგეთის შემადგენლობა უძლიერესი იყო, განსაკუთრებით დაცვა და ნახევარდაცვა. ლებეფი, ვიეირა, ტრეზეგე და ვილტორი რომ სკამზე ისხდნენ ეგ შემადენლობა იყო. 98-ში საერთოდ გამოტოვა წითლის გამი იტალიასთან შეხვედრა. ერთადერთი, ფინალში გაიტანა ორი გოლი მაგრამ ეგ არ ნიშნავს ტურნირის მარტო მოგებას. არც საკლუბო დონეზე იუვეში და რეალში არ მოუგია მარტოს არაფერი. რეალი გალაქტიკოსი იყო და იუვეში რომ იყო ლიგა საერთოდ არ მოუგოა და სერია ა, 2000-შო ლაციომ მოიგო და 2001-ში რომამ ბებერი ბატისტუტას და მაგარი ტოტის თაოსნობით
დიდია მაგრამ არა მაგხელა
14 სექტემბერი 2019 18:35
0
ვიცი შეილება ბევრი არ მეთანხმება მარა მე ჩემს აზრზე ვრჩები:ზიდანი არის ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მწვრთნელი.ის რომ მან ლიგა სამჯერ ზედიზედ მოიგო, მისი წვლილიც რა თქმა უნდა არის, მარა იქ დიდზე დიდი დამსახურება რონალდუსია.რა ვიცი,მე ასე ვფიქრობ ყოველშემთხვევაში.
სიმართლე
14 სექტემბერი 2019 13:17
2
ეეჰ..ზიდანიც სხვებს დაემსგავსა საბოლოოდ...:)
saba
14 სექტემბერი 2019 12:04
1
ზიდანი რეალში უკან დაბრუნებით აქამდე მოპოვებულ (ძირითადათ რონალდოს დამსახურებით) პატივისცემას და დიდებას მალე დაკარგავს.
მიხო
14 სექტემბერი 2019 11:05
3
აბა რა თქვას? აგინოს?
...
14 სექტემბერი 2019 06:37
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული