"რეალმა" ნახევრად სარეზერვო შემადგენლობით გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 სექტემბერს, ლა ლიგის მე-6 ტურში "რეალმა" საკუთარ მოედანზე "ოსასუნას" 2:0 მოუგო.

"რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა როტაციას მიმართა, ზოგიერთი წამყვანი ფეხბურთელი დაასვენა და გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდა პამპლონელებს.

მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა და მათი დამსახურებული გამარჯვებით დასრულდა.

ანგარიში ვინისიუსმა გახსნა, რომელმაც თებერვლის შემდეგ პირველად გაიტანა და ატირდა. შემდეგ თამაშგარეს გამო გოლი იოვიჩს არ ჩაუთვალეს, ხოლო შეცვლაზე შესულმა დებიუტანტმა როდრიგომ ბურთთან პირველი შეხებისთანავე დაამწუხრა მეტოქე - "სანტოსისგან" 45 მილიონ ევროდ შეძენილმა 18 წლის ბრაზილიელმა "ბლანკოსში" პირველი გოლი გაიტანა.

"სამეფო გუნდი" 14 ქულით
გალიდერდა, მეორეადგილოსან "ატლეტიკოს" 1 ქულით უსწრებს, ხოლო მეხუთე პოზიციაზე მყოფ "ბარსელონას" - 4 ქულით.

მადრიდი. "სანტიაგო ბერნაბეუ". 57 520 მაყურებელი
რეალი - ოსასუნა 2:0
გოლები: 1:0 ვინისიუსი (36), 2:0 როდრიგო (72)

რეალი: არეოლა, რამოსი, ნაჩო, ოდრიოსოლა, მილიტაო, კროოსი, კაზემირო, ვასკესი, ვალვერდე (ხამესი 82), იოვიჩი, ვინისიუსი (როდრიგო 71)

ოსასუნა: რუბენი, რონკალია, ლილო, ნავასი, ესტუპინანი, მერიდა, იბანესი (ტორესი 70), გარსია, მონკაიოლა, ბრანდონი (ვილარი 65), კარდონა (ავილა 65)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული