"ბარსელონას" ხელმძღვანელობას არ მოეწონა, რომ არტურმა საღამო ნეიმართან გაატარა

AutoSharing Option
"ბარსელონაში" ნეგატიური რეაქცია მოჰყვა იმას, რომ მათი გუნდის ნახევარმცველმა არტურმა საღამო პსჟ-ის თავდამსხმელ ნეიმარის კომპანიაში გაატარა, - იტყობინება "მარკა".

თუმცა, "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ თქვა, რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავს. სამაგიეროდ მან ჟურნალისტებს სთხოვა, ნეიმარზე მეტად კითხვა აღარ დაუსვან.

წელს არტური "ბარსელონას" ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც პარიზში ნეიმარის დაბადების დღეზე იმყოფებოდა და მაშინაც გააკრიტიკეს.

23 წლის არტურმა მიმდინარე სეზონში პრიმერას 3 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული