"რეალი" მარტინ ედეგორს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

AutoSharing Option
"რეალიდან" "სოსიედადში" განათხოვრებულმა ნახევარმცველმა მარტინ ედეგორმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს.

Eldesmarque-ის ცნობით, 20 წლის ნორვეგიელის სამსახურით "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდნენ. პირველი მას მესუთ იოზილის, მეორე კი დავიდ სილვას შემცვლელად მოიაზრებს.

"რეალი" ედეგორის გაყიდვაზე თანახმაა, მაგრამ 80 მილიონ ევროდ აფასებს.

მარტინი სანსებასტინურ გუნდში ორი წლითაა განათხოვრებული, ამ სეზონში კი პრიმერას 7 მატჩში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული