
"ლოს ანჯელესის" 30 წლის მექსიკელმა ნახევარმცველმა კარლოს ველამ მიანიშნა, რომ "ბარსელონაში" იჯარით გადასვლის წინააღმდეგი არ არის.
"ვინ იტყოდა მესისთან ერთად 4 თვე თამაშზე უარს, შემდეგ კი უკან დაბრუნებაზე?
ისიამოვნე, ისწავლე და დაბრუნდი სახლში", - ციტირებს ველას "ნიუ იორკ ტაიმსი".
გასულ ზამთარს "ბარსა" ახლოს იყო ველას იჯარით აყვანასთან, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბები ვერ მორიგდნენ.
ამ სეზონში ამერიკის ჩემპიონატის 31 მატჩში ველამ 34 გოლი გაიტანა.