"სელტას" ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელი ფრანცისკო ესკრიბუ გაათავისუფლა, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
მასთან ერთად გუნდი დატოვა სამწვრთნელო შტაბმაც. ესკრიბა გუნდს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.
"სელტამ" ბოლო შეხვედრაში "ხეტაფესთან" (0:1) წააგო. ეს გუნდის ზედიზედ მეოთხე მარცხია და 12 ტურის შემდეგ ლა ლიგის სატურნირო ცხილში მე-18 ადგილს იკავებს.