როგორც იქნა, მიხვდნენ და "ელ კლასიკო" ნორმალურ დროს დანიშნეს

AutoSharing Option
18 დეკემბერს "ელ კლასიკო" 20:00 საათზე დაიწყება.

9 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 26 ოქტომბრიდან 18 დეკემბერს გადატანილი "ელ კლასიკო" 13:00 საათზე დაიწყებოდა. სამუშაო დღეს, ასე ადრე "ბარსელონასა" და "რეალის" მატჩის დანიშვნა, რა თქმა უნდა, იმით გახლდათ განპირობებული, რომ კატალონიაში საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა. თუმცა ეს იმით ახსნეს, თითქოს დრო აზიის ტელეაუდიტორიისათვის ხელსაყრელი იყო.

ბოლო-ბოლო, ეტყობა მიხვდნენ, რომ ეს აბსურდი იყო და ლა ლიგამ "ტვიტერით" ახალი ინფორმაცია გვაუწყა - შეხვედრა ადგილობრივი დროით 20:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიწყება.

2017 წელს ჩატარებული
დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამო ესპანეთის სასამართლომ 9 კატალონიელი ჩინოვნიკი და პოლიტიკოსი გაასამართლა და თავისუფლების სხვადასხვა ვადით აღკვეთა მიუსაჯა, რასაც საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ისე გამოდის სტატიიდან რო ყველა ხვდებოდა მაგათ გარდა, ყველაზე კარგად მაგათ იცოდნენ მარა მეორე მხარეს რო დიდი ფულია?
barsa
20:43 13-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული