სერხიო რამოსი ელ კლასიკოზე: არათანაბარ პირობებში ვართ

AutoSharing Option
"რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ელ კლასიკოს 18 დეკემბერს გადატანაზე გააკეთა კომენტარი.

"საბოლოო ჯამში ეს "ბარსელონას" აძლევს ხელს. პირობები თანაბარი უნდა იყოს. მატჩის წინ დასვენებისთვის თანაბარი დრო უნდა გვქონდეს.

რაც არ უნდა იყოს, ჩვენ მზად ვიქნებით და მოგებას ვაპირებთ", - განუცხადა რამოსმა AS-ს.

შეხვედრისთვის მოსამზადებლად "რეალს" 29 საათით ნაკლები ექნება, რადგან 15 დეკემბერს "ვალენსიას" ეთამაშება (21:00), "ბარსა" კი "სოსიედადს" 14 დეკემბერს ხვდება (16:00).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული