არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ კარიერაში მეექვსედ მოიგო ოქროს ბურთი და "ბარსელონაში" დაბრუნებულს პირველივე ვარჯიშზე თანაგუნდელები მისალოცი "გვირაბით" დახვდნენ.
მესი ფეხბურთის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდო 6-ჯერ მოიგო და ახლა, პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს 1 ოქროს ბურთით უსწრებს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი "გვირაბი" "ბარსელონას" ფეხბურთელებმა გუნდის 17 წლის წევრ ანსუ ფატისაც მოუწყვეს, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.