ერნესტო ვალვერდე: არ მახსოვს, მოწინააღმდეგეს ჩვენზე უკეთესი მომენტები ჰქონოდეს

AutoSharing Option
"რეალთან" ნამატჩევს (0:0) "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, რომ მეტოქეზე უკეთესი მომენტები ჰქონდათ.

"ეს ლა ლიგა ნორმალურია, წინა ორი, რომლებიც დიდი უპირატესობით მოვიგეთ - არა.

ზეწოლის გადალახვა გაგვიჭირდა, მაგრამ არ მახსოვს, მოწინააღმდეგეს ჩვენზე უკეთესი მომენტები ჰქონოდეს.

რა თქმა უნდა, მოგება გვინდოდა, მით უმეტეს, საკუთარ მოედანზე და ჩვენ მეტოქესთან შედარებით ცოტა უფრო ვალდებულნი ვიყავით, გაგვემარჯვა.

"რეალმა" აქ კარგი, ჩვენთვის რთული მატჩი ჩაატარა. ისინი ამას ყოველთვის აკეთებენ", - ციტირებს ვალვერდეს "მუნდო დეპორტივო".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული