მადრიდის "რეალი" მზადაა ფაბიან რუისში 70 მლნ ევრო გადაიხადოს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალი" ზაფხულში "ნაპოლის" ნახევარმცველის ფაბიან რუისის შეძენას გეგმავს.

მადრიდული კლუბი მზადაა 23 წლის ფეხბურთელში 70 მლნ ევრო გადაიხადოს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა ეს წინადადება მიიღოს.

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო კი მის შემხვლელად "სელტას" ფეხბურთელს სტანისლავ ლობოტკას მიიჩნევს და ასევე "არსენალის" ნახევარმცველს ლუკას ტორეირას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული