მადრიდის "რეალი" ზაფხულში "ნაპოლის" ნახევარმცველის ფაბიან რუისის შეძენას გეგმავს.
მადრიდული კლუბი მზადაა 23 წლის ფეხბურთელში 70 მლნ ევრო გადაიხადოს. La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შესაძლოა ეს წინადადება მიიღოს.
"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ჯენარო გატუზო კი მის შემხვლელად "სელტას" ფეხბურთელს სტანისლავ ლობოტკას მიიჩნევს და ასევე "არსენალის" ნახევარმცველს ლუკას ტორეირას.